ახალი ამბები
ქუთაისში რებილიტირებული ორი სკოლა გაიხსნა
FaceBook
დღეს ქუთაისში რეაბილიტირებული ორი სკოლა გაიხსნა.
30-ე და 36-ე საჯარო სკოლები ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ საქართველოს საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის ფარგლებში გარემონტდა.

რეაბილიტირებული საჯარო სკოლები აშშ-ის ელჩის მოადგილემ ელიზაბეტ რუდმა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნათია ზედგენიძემ და ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გახსნეს.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა სრული რეაბილიტაცია ქვეყნის მასშტაბით 71 საჯარო სკოლას ჩაუტარა.

პროექტის ფარგლებში, ქვეყნის რეგიონებში, 91 საჯარო სკოლის რეაბულიტაციაა დაგეგმილი.
Print