ახალი ამბები
მესხიშვილის თეატრი მარტში ორ პრემიერას წარმოადგენს (აფიშა)
FaceBook
ქუთაისის ლ. მესხიშვილის თეატრში მარტში ორი პრემიერა გაიმართება.

წარმოდგენილი იქნება ავქსენტი ცაგარელის "წუნა და წრუწუნა", რომლის დადგმასაც რეჟისორი ინგა მესხორაძე განახორციელებს და მარტინ მაკდონაფის "ლინეინის სილამაზის დედოფალი", დავით ბახტაძის რეჟისორობით.

მარტში. ასევე,  ნაჩვენები იქნება 12 სპექტაკლი.  მათ შორის "ჰეკაბე", "კუკარაჩა", "ბულბულის ნისკარტი", "სიმართლე", "იქ სადაც ჩემი სახლია", "ბიოგრაფია თამაში", "მიუნჰაუზენი"და ა.შ.

სპექტაკლების დასაწყისი  19 საათზე.  გამონაკლისია საბავშვო სპექტაკლი "წუნა და წრუწუნა", რომელიც 17 საათზე დაიწყება.

Print