ახალი ამბები
ქუთაისის მერია ტროტუარზე პარკირებას გააკონტროლებს
FaceBook
ქუთაისის მერია ტროტუარზე უკანონო  პარკირებას გააკონტროლებს.
მერიაში განმარტავენ, რომ პირველ ეტაპზე ზედამხედველობის სამსახურის მიერ მოხდება ყველა ფაქტის გამოვლენა. რის შემდეგაც  ავტომობილების მფლობელები გაფრთხილების წერილს მიიღებენ, ხოლო  განმეორების შემთხვევაში გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული იძულებითი ღონისძიებები.

ტროტუარზე პარკირება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაა, რის გამოც, მერიის შესაბამის სამსახურს გააჩნია უფლებამოსილება, მოახდინოს რეაგირება, კერძოდ,  დააჯარიმოს სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე.


ამავე თემაზე

პარკირება ტროტუარზე (ფოტო)

Print