ახალი ამბები
"ევროპა ჩვენი სახლიას " თავმჯდომარემ ქუთაისის მერიას სასამართლო დავა მოუგო
FaceBook
არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლიას " თავმჯდომარემ, გია გოქაძემ ქუთაისის მერიას სასამართლო დავა მოუგო.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ საქმის სარეზოლუციო ნაწილი 25 თებერვალს გამოაცხადა. მოსამართლე დარინა აბულაძემ გია გოქაძის მიერ კანონდარღვევის ფაქტი არ დაადასტურა.

"კარგია, რომ ეს პრეცენდენტი მოხდა და მოსამართლემ მიიღო საქმის შეწყვეტის გადაწყვეტილება, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სასამართლო სრულად არის ობიექტური", – განაცხადა გია გოქაძემ.

ქუთასის მერიას სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის ათდღიანი ვადა აქვს.

"ევროპა ჩვენი სახლიას" თავმჯდომარის წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოში ქუთაისის მერიამ შეიტანა. გია გოქაძის მიმართ ადმინისტრაციული  სამართალდარღვევის ოქმი მერიის ზედამხედველობის სამსახურმა 20 იანვარს, თეთრ ხიდზე წარწერის "ფრთხილად, სახიფათოა" გაკვრის გამო შეადგინა. 
სამართალდარღვევის დამტკიცების შემთხვევაში გია გოქაძე 500 ლარით დაჯარიმდებოდა. 

არასამთავრობო ორგანიზაციის თავმჯდომარემ ხიდზე წარწერა მინის საფარის დაზიანების შემდეგ გააკრა. გია გოქაძე  ამ ფრომით ადგილობრივებს აფრთხილებდა, რომ ხიდზე გადაადგილება საფრთხის შემცველი იყო.

Print