ახალი ამბები
სოციალურად დაუცველთა დასახმარებლად ქუთაისში სოლიდარობის კამპანია იწყება
FaceBook
4 აგვისტოს ქუთაისში სოლიდარობის აქცია გაიმართება.  "გაიღე ნივთი, დაეხმარე მას, ვისაც შენზე მეტად უჭირს"



არასამთავრობო ორგანიზაცია "მიგრაციის სახლი" იწყებს სოლიდარობის კამპანიას სამი სოციალურად დაუცველი ოჯახის დასახმარებლად.
"ვაგროვებთ წიგნებს, ხელნაკეთ ნივთებს და სხვა საგნებს. შეგროვებულ ნივთები საჯარო სივრცეში გაიყიდება. შემოსული თანხით კი ამ ოჯახებს დავეხმარებით. გაიღე ნივთი, დაეხმარე მას, ვისაც შენზე მეტად უჭირს," - ამბობენ ორგანიზატორები. 

სოლიდარობის აქცია, საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართება 4 აგვისტოს, სამშაბათს, დღის 12 საათზე ქუთაისის ცენტრალურ სკვერში, მერიის შენობის წინ.
ნივთების მიტანა შეგიძლიათ რადიო "ძველი ქალაქის" ოფისში (გაპონოვის #30) ან აქციის დღეს ცენტრალურ სკვერში.

თანხის შეგროვება მიმდინარეობს საბანკო გადარიცხვითაც. ნებისმიერ მსურველს, კერძო თუ იურიდიულ პირს შეუძლია შემოგვიერთდეს.
საბანკო რეკვიზიტები:
მიმღები: მიგრაციის სახლი 
ბანკის კოდი: UGEBGE22
ანგარიშის ნომერი: GE63VT0500000077833602GEL
გთხოვთ გადარიცხვის დანიშნულებაში მიუთითოთ ქველმოქმედება.

ოჯახები, რომელთაც არასამთავრობო ორგანიზაცია "მიგრაციის სახლი"   სოლიდარობის კამპანიის ფარგლებში, პირველ ეტაზე დაეხმარება:
1. წყალტუბოში მცხოვრები ჯიმშელეიშვილების ხუთშვილიანი ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. ოჯახს წლებია თავი ავარიულ ბინისთვის აქვს შეფარებული. მათი ძირითადი შემოსავალი სოციალური დახმარებაა. ჯიმშელეიშვილები მრავალშვილიანი ოჯახებისათვის განკუთვნილ სახელმწიფო დახმარებას ვერ იღებენ. ოჯახის უმცროსი წევრი ნაადრევად (ექვსი თვის) დაიბადა. თანდაყოლილი ტრამვის გამო, მკურნალობას პერმანენტულად საჭიროებს. ოჯახის მცირე სახსრები არათუ ბავშვის მკურნალობას, არამედ ელემენტარულ საარსებო პირობებს ვერ აკმაყოფილებს.

2. ქუთისში ჯამაძეების ოჯახი სოციალური დახმრების იმედადაა დარჩენილი. მამას ჯანმრთელობის პრობლემების გამო ფიზიკურად მუშაობა უჭირს. დედა კი ორსულეობის მეცხრე თვეშია. უსახსორბის გამო ექიმთან კონსულტაციაზე მხოლოდ ერთხელ იყო. მედიკამენტების ყიდვისა და სპეციალური რაციონის მიღების საშუალება არ აქვს. მეორე შვილს კი ჯანმრთელობის თანდაყოლილი პრობლემები აქვს. ყოველთვიურად 80 ლარის მედიკამენტების მიღებას საჭირეობს. ოჯახი იძულებული გახდა დამატებითი საბანკო ვალდებულებები აეღო. რის გამოც სოციალური დახმარება უნახევრდებათ.

3. თბილისში მცხოვრები გორგაძეების ხუთსულიანი ოჯახი უსახსორბის გამო შვილს ვერ მკურნალობს. უმცროსი წევრი შშმ პირია. სამკურნალოდ კი ძვიადღირებული მედიკამენტები ესაჭიროება. ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი კი საარსებო ხარჯებსაც არ ყოფნის.
Print