ახალი ამბები
"ანექსია გრძელდება" - ქუთაისში 25 თებერვალს განვითარებული მოვლენები გაიხსენეს
FaceBook
საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, ქუთაისში 9 აპრილის მემორიალთან მოქალაქეები შეიკრიბნენ და 25 თებერვალს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

"ანექსია გრძელდება. ჩვენ თავისუფლება ძალიან ძვირი გვიჯდება, მაგრამ მივაღწევთ მას აუცილებლად, რადგან ყველა იმპერია ადრე თუ გვიან ინგრევა. მე გავიზარდე კომუნისტურ ეპოქაში, რომელმაც 70 წელი გაძლო", - ამბობს ეროვნული მოძრაბოს ყოფილი წევრი, ვარლამ ძოწენიძე.

დაღუპულთა ხსოვნას  პატივი მიაგეს და საზოგადოებას ამ თარიღის მნიშვნელობა შეახსენეს პარტია "თავისუფალი საქართველოს" წარმომადგენლებმაც. 

2019 წლის 25 თებერვალს, რუსეთის საოკუპაციო ჯარის მიერ ქვეყნის ტერიტორიის ოკუპაციისა და საქართველოს სახელმწიფოებრიობის დამხობიდან 98 წელი გავიდა.

1921 წლის 25 თებერვალს, ბოლშევიკებმა ქვეყნიდან განდევნეს ნოე ჟორდანიას მთავრობა და საბჭოთა რეჟიმი გამოაცხადეს.

ამ დღეს საქართველომ 70 წლით დაკარგა თავისუფლება.

25 თებერვალი საქართველოს ოკუპაციის დღეა. თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს მასშტაბით ყველა ადმინისტარციულ შენობაზე სიმბოლურად დროშა დაუშვეს.
Print