ახალი ამბები
ქუთაისის “ტორპედო“ სუპერთასის მფლობელი გახდა
FaceBook
ქუთაისის „ტორპედო“ საქართველოს სუპერთასის მფლობელია.

გუნდმა ჩემპიონი „საბურთალო“ დაამარცხა და საპატიო ტიტულს ზედიზედ მეორედ დაეუფლა.

საქართველოს სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასის გათამაშებას გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონმა უმასპინძლა. 

„ტორპედომ“ 1:0 გაიმარჯვა და თასთან ერთად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისგან 50 ათასი ლარი მიიღო.

ქუთაისის "ტორპედო" საპატიო ტიტულს ზედიზედ მეორედ დაეუფლა. პირველად სუპერთასის მფლობელი 2018 წელს გახდა, როდესაც გუნმდა საჩხერის "ჩიხურა" დაამარცხა. 

საქართველოს საფეხბურთო სუპერთასი წელს პირველად სახელობითია და ის სლავა მეტრეველის სახელს ატარებს.


Print