ახალი ამბები
ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებულები ჯანდაცვის მინისტრმა მოინახულა
FaceBook
ამ დროისთვის იმერეთის რეგიონულ კლინიკურ საავადმყოფოში 4 დაშავებულია მოთავსებული.

გურიაში ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებულები, რომლებიც ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოში მკურნალობენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ მოინახულეს. ამ დროისთვის იმერეთის რეგიონულ კლინიკურ საავადმყოფოში 4 დაშავებულია მოთავსებული. 2 პოლიციელი ინტენსიურ მკურნალობას საჭიროებს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექთანი კი სტაციონარშია მოთავსებული. რაც შეეხება სასწრაფო დახმარების მძღოლს, ის თავს კარგად გრძნობს და მას დღის განმავლობაში გაწერენ. გრიგოლეთში მომხდარ ავტოავარიას 7 ადამიანი ემსხვერპლა.
Print