ახალი ამბები
წერეთლის უნივერსიტეტის რექტორად როლანდ კოპალიანი აირჩიეს
FaceBook

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი რექტორი აირჩიეს. აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით სასწავლებელს  ამავე უნივერსიტეტის პროფესორი როლანდ კოპალიანი უხელმძღვანელებს.


აკადემიურმა საბჭომ რექტორის პოზიციაზე ამავე უნივერსიტეტის პროფესორი როლანდ კოპალიანი 15 ხმით აირჩია.

სასწავლებელში არჩენები 22 თებერვალს ჩატარდა. რექტორის პოსტის დასაკავებლად ორი კანდიდატი, ამავე უნივერსიტეტის რექტორის ყოფილი მოადგილე, როლანდ კოპალიანი და ქუთაისის ანდრია რაზმაძის სახელობის #41-ე ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის დირექტორი, დავით ნიშნიანიძე იბრძოდნენ. 

ახალი რექტორის არჩევა ოთხი წლის ვადით მოხდა. 

თუ რა გეგმები აქვს რა ცვლილებებს აპირებს ახალი რექტორი ნახეთ აქ.



რაც შეეხება უნივერსიტეტის უკვე ყოფილ რექტორს, გიორგი ღავთაძეს, ის მუშაობას უნივერსიტეტში ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორის სტატუსით გაარძელებს.



 

Print