ახალი ამბები
ქუთაისში ასათიანის ქუჩის რეაბილიტაცია მარტის ბოლოს უნდა დასრულდეს
FaceBook
ქუთაისში, ასათიანის ქუჩაზე ტროტუარებისა და სანიაღვრე არხის მოწყობა მარტის ბოლოს უნდა დასრულდეს. ქუჩაზე ფერადი დეკორატიული ფილები და დახურული სანიაღვრე არხი პარალელურ რეჟიმში კეთდება.



ასათიანის ქუჩაზე წყლის სისტემის რეაბილიტაცია 2016 წელს დაიწყო.  შემსრულებელმა კომპანიამ "ეს ემ კა" სამუშაოები რამდენჯერმე მიატოვა, რის გამოც,  ადგილობრივებს თვეების განმავლობაში გადათხრილ გზებზე უწევდათ გადაადგილება.

საზოგადოებრივი პროტესტის შემდეგ მერიამ კომპანია აიძულა გზის საფარი დაეგო. 2017 წელს კი ააიპ "სპეციალურმა სერვისებმა"  ქუჩაზე სანიაღვრე არხი მოაწყო, თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა,  ღვარსადენი  სტანდარტებს არ შეესაბამებოდა,   დახარჯული თანხა კი  სამუშაოების მოცულობას. 

ამის შემდეგ მერიამ კიდევ ერთი ტენდერი გამოაცხადა და სამი წლის წინ დაწყებული სამუშაოების დასასრულებლად დამატებით 1 485 000 ლარი გამოყო.

მიმდინარე წლის 13 თებერვალს პროკურატურამ "სპეციალური  სერვისების" ყოფილი ხელმძღვანელი, გელა გაგუა საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ბრალდებით დააკავა.  ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 7–დან 11 წლამდე პატიმრობა ეუქრება.


ამავე თემაზე:

პროკურატურის განცხადება ააიპ ,,სპეციალური სერვისების" ყოფილი დირექტორის დააკავებაზე

ქუთაისის მერიის ააიპ-ის ყოფილი უფროსი დააკავეს

ასათიანის ქუჩის დაუსრულებელი რეაბილიტაცია (ვიდეო)

გზის საფარის შეჩერებული რეაბილიტაცია ასათიანის ქუჩაზე (ვიდეო)

ააიპ „სპეციალური სერვისების“ დოკუმენტაციას პროკურატურა სწავლობს


Print