ახალი ამბები
საგზაო დეპარტამენტი ქუთაისში 10 ცენტრალური ქუჩის რეაბილიტაციას გეგმავს
FaceBook
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საგზაო დეპარტამენტი მიმდინარე წელს, ქუთაისში 10 ცენტრალური ქუჩაზე გზის საფარის რეაბილიტაციას გეგმავს.
"ასეთი მასშტაბური სამუშაოები ქუთაისში არასოდეს ჩატარებულა, ეს არის უმნიშვნელოვანესი საკითხი ჩვენი თანაქალაქელებისთვის"- ამის შესახებ ტელეკომპანია "რიონის" პირდაპირ ეთერში გადაცემა "ობიექტურ აზრში" სტუმრობისას ქუთაისის მერმა, გიორგი ჭიღვარიამ განაცხადა.

საუბარია გზის საფარის,  სანიაღვრეებისა და ბილიკების მოწესრიგებაზე. 

აღმაშენებლის გამზირის 3 კმ-იან მონაკვეთს,

წერეთლის ქუჩის 2.8 კმ-იან მონაკვეთს,

თავისუფლების ქუჩის 1.5 კმ-იან მონაკვეთს,
საიათნოვას ქუჩის 0.3 კმ-იან მონაკვეთს,

გუგუნავას ქუჩის 1.9 კმ-იან მონაკვეთს,

ჯავახიშვილის ქუჩის 1.415 კმ-იან მონაკვეთს,

ბუხაიძის ქუჩის 0.7 კმ-იან მონაკვეთს,

შარტავას ქუჩის 0. 308 კმ-იან მონაკვეთს,

ნინოშვილის ქუჩის 1.360 კმ-იან მონაკვეთს,
ნიკეას ქუჩის და სულხან საბას დამაკავშირებელ 2.741 კმ-იან მონაკვეთს.

საგზაო დეპარტამენტი, ქუჩების რეაბილიტაციისთვის დაახლოებით 37 მლნ ლარს დახარჯავს.
Print