ახალი ამბები
ზესტაფონში სახლის ძარცვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
FaceBook
ზესტაფონში საცხოვრებელი სახლის ძარცვის ბრალდებით წარსულში ნასმართლევი პირი დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, 1991 წელს დაბადებული ო.ქ.–მ  ერთ-ერთი მოქალაქის კუთვნილი საცხოვრებელი სახლიდან ოქროს ნივთები გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

გამოძიება ძარცვის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით მიმდინარეობს.

დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს



Print