ახალი ამბები
"ვაპირებთ, ხელისუფლება მოვაბრუნით ხალხისკენ" - ელისაშვილმა ქუთაისში ოფისი გახსნა
FaceBook
დღეს, ქუთაისში, წერეთლის  ქუჩა #117 ( ბალახვანში, მე-12 სკოლის მიმდებარედ) სამოქალაქო მოძრაობის ქუთაისის წარმომადგენლობის პრეზენტაცია გაიმართა.
ალექსანდრე ელისაშვილმა  ქუთაისის წარმომადგენლობის გუნდი  წარადგინა და სამოქმედო გეგმაზეც ისაუბრა.

"ვაპირებთ, ხელისუფლება მოვაბრუნით ხალხისკენ, არა ჩხუბით, არამედ პრობლემაზე საუბრით. ყველამ კარგად ვიცით, ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც პოლიტიკოსები სიძულვილით არიან გართულნი ერთმანეთის ჯიბრით და ეს ქვეყანა ზარალდება", - განაცხადა ელისაშვილმა. 

მისი თქიმით, ქუთაისის ოფისი ღია იქნება ყველა მსურველისთვის, ვისაც არ აშინებს გამოწვევები და სურს, რომ თავად მონაწილეობდეს ადგილობრივ დონეზე არსებული პრობლემების მოგვარებაში.

ქუთაისის ოფისს სამოქალაქო აქტივისტი გვანცა ჩოგოვაძე უხელმძღვანელებს.
Print