ახალი ამბები
იმერეთის ახალი გუბერნატორი სამხარეო ადმინისტრაციაში დღეს წარსდგება
FaceBook
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ახალ გუბერნატორს დღეს 13:00 საათზე ელოდებიან. გივი ჭიჭინაძისთვის უკვე მოწყობილია სამუშაო კაბინეტი.

თბილისის ვაკის რაიონის გამგებელი გივი ჭიჭინაძე იმერეთის გუბერნატორად პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ მთავრობის სხდომაზე წარადგინა.
იმერეთის გუბერნატორის პოსტი ვაკანტური 22 თებერვალს გახდა. თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
თეკლე მორგოშია
Print