ახალი ამბები
იმერეთის გზებზე ჭკვიანი კამერები ამოქმედდა
FaceBook
შინაგან საქმეთა  სამინისტრომ იმერეთის გზებზე ე.წ. ჭკვიანი კამერები აამოქმედა.
კამერები უკვე ჩაირთო  ქუთაისი-სამტრედიის საავტომობილო გზის მე-18 კილომეტრიდან (ქვიტირი)  28-ე კილომეტრამდე (ფარცხანაყანევი).  კამერები მუშაობს როგორც აღმოსავლეთიდან დასავლეთის, ასევე, დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით. ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ–ია.

ჭკვიანი კამერები, ასევე, ამოქმედდა  ქუთაისი-წყალტუბოს შემაერთებელ მონაკვეთზე,  ჯავახიშვილის ქუჩიდან  წყალტუბოში, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩამდე.  ამ მონაკვეთზე მოძრაობა  70 კმ/სთ–ის სიჩქარითაა ნებადართული.
Print