ახალი ამბები
ქუთაისელმა ჰოკეისტმა ქალებმა ფინური და დანიური გუნდები დაამარცხეს
FaceBook
,ქუთაისმა" ფინურ ,,პორვოს" დიდი ანგარიშით მოუგო.

ქუთაისის ქალ ჰოკეისტთა გუნდის გოგონებმა,  რომლებიც ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე ,,ჩელენჯ"-2 ჯგუფში გამოდიან, პირველ ტურში ფინურ ,,პორვოს" დაუპირისპირდნენ და მეტოქე 16:0 დაამარცხეს. მეორე შეხვედრაში კი "ქუთაისმა" დანიურ  "კოპენჰაგენს" ანგრიშით 8:6 მოუგო. 

,,ჩელენჯ 2'' ის გუნდებს შორის ევროპის საკლუბო ჩემპიონატი 16 თებერვალს სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში დაიწყო. ,,ქუთაისთან" ერთად ჯგუფში ფინური
,,პორვო", დანიური ,,კოპენჰაგენი" და სერბეთის ,,ბასკი" ასპარეზობენ.


Print