ახალი ამბები
მწვანეყვავილაზე, სადაც მეწყერი ჩამოწვა, გაზმომარაგება აღდგენილია
FaceBook
ქუთაისში, მწვანეყვავილას დასახლების მაცხოვრებლებს, სადაც 17 თებერვალს ჩამოწოლილმა მეწყერმა ბუნებრივი აირის მილები დააზიანა, გაზის მიწოდება აღუდგათ.
"სოკარ ჯორჯია გაზის" ინფორმაციით, ბუნებრივი აირის გარეშე ახლა მხოლოდ ერთი აბონენტია დარჩენილი, რომელსაც გაზი მალე მიეწოდება.

მწვანეყვავილას დასახლებაში უხვი ნალექის გამო ჩამოწოლილმა მეწყერმა რამდენიმე ხე წააქცია და საავტომობილო გზა ჩახერგა. მეწყერმა ასევე, ბუნებრივი აირის მილები დააზიანა.

ადგილზე აღდგენითი სამუშაოები მალევე დაიწყო.

Print