ახალი ამბები
„იმედია თეთრი ხიდის ბედს არ გაიზიარებს“ – ქუთაისელების პასუხი მერიის ინიციატივაზე
FaceBook
ქუთაისის მერიის ინიციატივას, ბულვარის რეაბილიტაციის საბოლოო ვერსიის საზოგადეობის ჩართულობით შემუშავებასთან დაკავშირებით, ადგილობრვები პასუხობენ.
ესკიზს, რომელიც ქუთაისის მერიამ 15 თებერვალს გამოაქვეყნა,  მომხმარებლები "ქუთაისიპოსტზე" გამოქვეყნებული მასალის საშუალებით უკვე აფასებენ.

მათ ნაწილს მერიის მიერ შეთავაზებული ესკიზი არ მოსწონს და ითხოვს ბულვარს არსებული იერსახე შეუნარჩუნდეს. ნაწილი კი ადგილობრივ ხელისუფლებას უნდობლობას უცხადებს და თეთრ ხიდს ახსენებს.

"თეთრი ხიდის გენიალური რესტავრაციის შემდეგ როგორ არ გენდობით"; "იმედია თეთრი ხიდის ბედს არ გაიზიარებს"; "იქნებ ის ძველი სკამები დააბრუნოთ" –ამ ფრაზებით ეხმაურებიან ადგილობრივები მერიის ინიციატივას.








ქუთაისის მერიამ  ცენტრალური ბულვარის  ესკიზი 15 თებერვალს გამოაქვეყნა და საზოგადოებას,  რეაბილიტაციის პროექტის  საბოლოო დიზაინის შერჩევაში ჩართვისკენ მოუწოდა.

ბულვარის ყველა ელემენტის (შადრევანი, საფეხმავლო ბილიკების ფილა, ძელსკამი) სასურველ ვერსიას მოქალაქეები ხმის მიცემით შეარჩევენ. ყველაზე მეტი ქულის მქონე ელემენტი ბულვარის პროექტის საბოლოო ვერსიაში მოხვდება, რის შემდეგაც სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდება.

ხმის მიცემის პროცესი 15 თებერვლიდან დაიწყო და მიმდინარე წლის მარტის ბოლომდე გაგრძელდება.

ხმის მისაცემა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: https://goo.gl/forms/zeN41BkSkL0vFVrt1

ცენტრალური ბულვარის პროექტი იხილეთ აქ.

https://kutaisi.gov.ge/sites/default/files/project_photos.pdf
Print