ახალი ამბები
ქუთაისში ექიმი დააკავეს
FaceBook

ქუთაისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ექიმი მეან-გინეკოლოგი დააკავეს.


შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1969 წელს დაბადებული შ. თ. ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა, შ.თ.-ს პირადი ჩხრეკისას 5 ცალი ნარკოტიკული საშუალება "მორფინის" შემცველი ამპულა ამოიღეს.

დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. ბრალის დადასტურების შემთხვევაში ექიმს 6 წლამდე თავისუფლეწბის აღკვეთა ემუქრება.

 

Print