ახალი ამბები
ქუთაისში ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის 30-ე წელი აღნიშნეს
FaceBook
ქუთაისში ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის 30-ე წელი აღნიშნეს.
ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის პირველმა პირებმა და იმერეთის გუბერნატორმა შავლეგო ტაბატაძემ ავღანეთის ომის ვეტერანებთან ერთად, ავღანეთის ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

დღესვე, ავღანეთის ომის ვეტერანებს ადგილობრივმა ხელისუფლებამ ფულადი დახმარება გადასცა.

ავღანეთიდან საბჭოთა ჯარების გამოყვანა 1989 წლის 15 თებერვალს დამთავრდა, რომლითაც შესრულდა ჟენევაში ხელმოწერილი შეთანხმება. ქუთაისში ეს დღე ყოველწლიურად აღინიშნება.
Print