ქუთაისში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
14:51 / 15.02.2019
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო
სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს
თანამშრომლებმა,
ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,
ქუთაისში მომხდარი ყაჩაღობის 2 ფაქტი გახსნეს და 2 პირი დააკავეს.
ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ 2001 წელს დაბადებულმა ბ. გ.-მ ქუთაისში,
სასურსათო მაღაზიის მოლარეს დანის მუქარით 173 ლარი გასტაცა და
შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული
მომხდარიდან რამდენიმე დღეში დააკავეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს
აღიარებს.
პოლიციამ ყაჩაღობის ბრალდებით დააკავა 2002 წელს დაბადებული გ.თ.-ც,
რომელმაც ქუთაისში, ერთ-ერთი მაღაზიის მოლარეს დანის მუქარით 243 ლარი
გასტაცა და მიიმალა.
გამოძიება ყაჩაღობის ფაქტებზე, სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე
მუხლით მიმდინარეობს.
გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ გ.თ.-მ ქუთაისში ორი მოქალაქის
საცხოვრებელი სახლები გაქურდა, რის გამოც ბრალი წარედგინა საქართველოს
სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით.
მასალის გამოყენების პირობები