ახალი ამბები
ქუთაისის ტექსტილის საწარმო ემ-ჯი-ემ ტექსი ეკონომიკის მინისტრმა დაათვალიერა
FaceBook
ქუთაისის ტექსტილის საწარმო ემ-ჯი-ემ ტექსმა წარმოება გააფართოვა.

ამჯერად სამკერვალო ქარხანა პროდუქციას ევროპის ბაზარზე გასატანად ამზადებს. საწარმომ ხელშეკრულება H&M - თან გააფორმა, კონტრაქტის ფარგლებში საწარმო კომპანიის ოფიციალური მიმწოდებელი გახდა. საწარმო მოლაპარაკებებს MANGO- სთან და სხვა ცნობილ ბრენდებთან აწარმოებს. ამ დროისთვის საწარმოში 300 თანამშრომელია დასაქმებული. მათი საშუალო ხელფასი 500 ლარია.

დღეს საწარმოში სამუშაო პროცესი ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ იმერეთის გუბერნატორთან შავლეგო ტაბატაძესთან და ქუთაისის მერთან გიორგი ჭიღვარიასთან ერთად დაათვალიერა.

Print