ახალი ამბები
დღეიდან შენობების სახანძრო უსაფრთხოების შემოწმება იწყება
FaceBook
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური დღეიდან შენობა-ნაგებობების სახანძრო უსაფრთხოებაზე შემოწმებას იწყებს. გაზრდილია შესამოწმებელი ობიექტების სია და ჯარიმის თანხაც.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სპეციალისტები შემოწმებას 3 ეტაპად განახორციელებენ. პირველ ეტაპზე, გაიცემა რეკომენდაციები და ყველა მფლობელს მიეცემა გონივრული ვადა მათ შესასრულებლად.

განმეორებითი შემოწმებისას, სამსახური მოახდენს რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგს. ხოლო მესამე, საკონტროლო შემოწმების დროს, რეკომენდაციების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მოხდება კანონით გათვალისწინებული სანქციების ამოქმედება.

რეგლამენტის დარღვევის შემთხვევაში დაწესებულებები 500 ლარიდან 10 000 ლარამდე თანხით დაჯარიმდებიან.

2018 წელს საქართველოში ხანძრების შედეგად 56 ადამიანი დაიღუპა, 247-მა მიიღო ტრავმა. ქვეყნის მასშტაბით განადგურდა 453 და დაზიანდა 950 შენობა-ნაგებობა.
Print