ახალი ამბები
ქუთაისში გაზის მილს წყალი მიუერთეს
FaceBook
ქუთაისში, ი. ჭავჭავაძის გამზირზე, ადგილობრივმა მაცხოვრებელმა გაზის მილში, შეცდომით, წყლის მილი მიაერთა.

არასწორმა დაერთებამ მილები წყლით გაავსო, დაზიანდა გაზის მრიცხველებიც.  

"ჩემმა მეუღლემ, შემთხვევით, გაზის მილში შეუერთა წყალის მილი და გაზის ცენტრალურ მილებში გავიდა წყალი. დაზიანებული მრიცხველების თანხას ჩვენ გადაგვახდევინებენ, ხუთი მრიცხველია გაფუჭებული სულ", - ამბობს ნათია ჯომიდავა. 

შემთხვევა ჭავაჭავაძის #45-ში 11 თებერვალს მოხდა. აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა "სოკარ ჯორჯია გაზის" ქუთაისის სერვისცენტრმა. 

"წყლის გამაცხელებელს აყენებდა ერთი–ერთი მოსახლე, რომლის დროსაც მოხდა არაწორი შეერთება. ცხადია, ამაში ჩვენს სპეციალისტს მონაწილეობა არ მიუღია. აქედან გამომდინარე, წყალი შევიდა იმ კონკრეტული ბინიდან მთლიან ქსელში, რასაც დასჭირდა ჩვენი საავარიო სამსახურების დიდი ძალისხმევა, რომ ეს წყალი კომპრესორებით და სხვადასხვა საშუალებებით გამოედევნათ," - განმარტავენ კომპანიაში. 

"სოკარ ჯორჯია გაზში" აცხადებენ, რომ ანალოგიური შემთხვევები ხშირია. მათი განმარტებით, მსგავსი შემთხვვევა მოხდა დღეს ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩაზე, ილია ჭავჭავაძის გამზრიზე, ხოლო 12 თებერვალს, გუგუნავას გუჩაზე. კომპანიაში აცხადებენ, რომ ინფორმაცია, თითქოს არასწორი დაერთება კომპანიის მიერ ხდება, სიმართლეს არ შეესაბამება. მათი თქმით, გაზის მეურნებოს მხრიდან გაზის მილში არანაირი წყლის შეშვება არ მომხდარა. 
Print