ახალი ამბები
"ქუთაისს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, მუნიციპალური სატრანსპორტო სისტემის"
FaceBook
ქუთაისის მერიის ტრანსპორტის სამსახურში "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლის გიგა შუშანაის განცხადებას პასუხობენ.
საუბარია,  საქალაქო ტრანსპორტის პრობლემაზე, რომლის მოსაგვარევლად მერიას სამუშაო ჯგუფის შექმა შესთავაზეს.

სამსახურის უფროსის ირაკლი ცხვედიანის განმარტებით, ქალაქის ხელძღვანელობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ქალაქში გამართული ტრანსპორტი მოძრაობდეს. 

"წელს უკვე მიმდინარეობს მუშაობა ფინანსთა სამინისტროსთან, ასევე ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან იმ საკითხებზე, რომლის მიხედვითაც, ქუთაისს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა მუნიციპალური სატრანსპორტო სისტემის შეთავაზების, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს უფრო კომფორტულ, უსაფრთხო, იაფ და სწრაფ გადაადგილებას, რომელიც იქნება შეთავაზებული ჩვენი მოსახლეობისთვის", – განმარტა ირაკლი ცხვედიანმა. 

რაც შეეხება, ახალ კონკურსებს და ტენდერებს, ამბობს, რომ არც მიკროსაავტობუსო და არც საავტობუსო ხაზებზე არ იყო გამოცხადებული კონკურსი და შესაბამისად,  ვერც გადაიდებოდა 2019 წლისთვის.

"მიკრო-საავტობუსო ხაზებს ნებართვის ვადები გადის, ზოგს გადის 2020 წლის ბოლოს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ კონკურსი გამოცხადდება ან 2020 წელს ან 2019 წელს, ამას სჭირდება სპეციპიკური დაგეგმვა, სპეციფიკური მუშაობა, რომ შეიქმნეს ერთიანი სატრანსპორტო სისტემა, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, მუნიციპალურ საავტობუსო სისტემა, დაარსების შემთხვევაში და ზოგადად, მიკროსაავტობუსო სისტემა ავამუშავოთ ისე, რომ მოსახლეობის დანახარჯი, ლოდინის დრო იყოს რაც შეიძლება ნაკლები, კომფორტულობა კი იყოს გაზრდილი", – განმარტავენ  ტრანსპორტის სამსახურში. 





Print