ახალი ამბები
აქცია იმერეთის გუბერნიასთან - შენობის შესასვლელი პიკეტირებულია
FaceBook
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობის შესასვლელი გადაკეტილია.

ტერიტორიაზე ჭოგნარში ნაგავსაყრელის მოწყობის მოწინააღმდეგეები აქციას მართავენ.  ისინი გუბერნიისგან ყურადღების მიქცევას და ჭოგნარში ნაგავსაყრელის მოწყობის გადაწყვეტულების შეცვლას მოითხოვენ. აქციის მონაწილეების თქმით, შენობის შესასვლელი ნახევარი საათის განმავლობაში პიკეტირებული ექნებათ. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, გზის გადაკეტვას აანონსებენ.

აქციას პარტია "თავისუფალი საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციაც უერთდება.

რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობა თერჯოლის მუნიციპალიტეტ სოფელ ჭოგნარში მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაიწყება.

მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის წარმომადგენლის, გიორგი შუხოშვილის თქმით 36 ჰა მიწის ფართობზე, ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობის დასრულება 2020 წლის გაზაფხულისთვის იგეგმება. კომპანიაში ირწმუნებიან, რომ ნაგავსაყრელი ევროსტანდარტების შესაბამისი იქნება.

ახალი რეგიონული ნაგავსაყრელის აშენებას ადგილობრივი მოსახლეობა თავიდანვე აპროტესტებდა. მათ ოთხ თებერვალს მერიის წინ კიდევ ერთი საპროტესტო აქცია გამართეს და ხელისუფლებას მშენებლობის შეჩერებისკენ მოუწოდეს. მათი აზრით, ნაგავსაყრელიდან ნაჟური წლები სასმელ წყალს შეერევა, რაც მოსახლეობის ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედებს. ისინი თვლიან, რომ გარდა ამისა, ნარჩენებს ქარი გადაიტანს და გარემო დაბინძურდება.


ამავე თემაზე:

ჭოგნარში რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობა გაზაფხულიდან დაიწყება
Print