ახალი ამბები
ზესტაფონის მერი თანამდებობიდან გადადგა
FaceBook
ზესტაფონის მერი, კახაბერ მახათაძე თანამდებობიდან გადადგა. პოსტის დატოვების შესახებ მან განცხადება უკვე დაწერა.
კახაბერ მახათაძემ გადადგომის შესახებ მის ოფიციალურ გვერდზე პოსტი გამოაქვყნა, სადაც ზესტაფონის მოსახლეობას პირობას აძლევს, რომ მათზე კვლავ იზრუნებს, თუმცა, გადადგომის მიზეზებზე არ საუბრობს.

"ვინც მიცნობს, იცის, რომ ხელისუფლებაში ყოფნა არასოდეს ყოფილა ჩემი თვითმიზანი, ეს არის ერთ-ერთი საშუალება ემსახურო შენ ხალხსა და შენს ქვეყანას. პირობას გაძლევთ, რომ ამ ზრუნვას არასოდეს შევწყვეტ და ყველა ჩემს ხელთ არსებულ ბერკეტს გამოვიყენებ, რომ ჩემი ქვეყანა ეკეთესი გახდეს",– ნათქვამია კახაბერ მახათაძის განცხადებაში.

დღესვე პოსტი დატოვა ზესტაფონის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა, დავით აბულაძემ.

ზესტაფონის ადმინისტრაციული სამსხურის უფროსის, ეკა დუგლაძის თქმით, მერიის დატოვებას სხვა თანამშრომლებიც აპირებენ.

"რიგითი თანამშრომლიდან დაწყებული, მთელი გუნდი აპირებს, რომ დატოვოს სამსახური, თუმცა, იმის გამო, რომ სამუშაო პროცესი არ შეფერხდეს, ჯერჯერობით ვაგრძელებთ მუშაობას",–ამბობს ეკა დუგლაძე.

ზესტფონის მერიაში საკადრო ცვლილებები 11 თებერვალს დაიწყო. გუშინ, პოსტი მერის მოადგილემ ელგუჯა კვეტენაძემ დატოვა. მერის მოვალეობას მეორე მოადგილე შეასრულებს. 


მავე თემაზე:

ზესტაფონში საკადრო ცვლილებები დაიწყო - ვიცე-მერმა თანამდებობა დატოვა

ზესტაფონის მერი თანამდებობას ტოვებს


ზესტაფონის მერმა, შესაძლოა, თანამდებობა დატოვოს

,,დაისაჯოს კანონდამრღვევი კორუმპირებული მერი" - ხმაური ზესტაფონის მერიაში

"თანამდებობიდან გადადგეს კორუმპირებული მერი" - აქციის მერვე დღე ზესტაფონში

"ვერ ვსარგებლობთ მერის კაბინეტით, ვერ ვიყენებთ ბეჭედს" - ზესტაფონში მერს კაბინეტში არ უშვებენ



Print