ახალი ამბები
წყალტუბოში მუსიკალური შადრევანი მოეწყობა
FaceBook
წყალტუბოს ცენტრალურ ბაღში შადრევნის რეაბილიტაცია დაიწყეს.  

საუბარია, ძველ სამ აუზიან შადრევანზე, რომელიც ახალი პროექტის მიხედვით, მუსიკალური, დინამიური ჰიდროსისტემითა და ფერადი განათებებით მოეწყობა.

შადრევნის ორ მცირე აუზში ნატვრის ხის ქანდაკებები ჩაისმება, ხოლო დიდ აუზზე შესაძებელი იქნება წყლის ფარდაზე 3 D ვიდეო-შოუს ჩვენება.

წყალტუბოს მერიის ინფორმაციით, ეს იქნება დახურული ტიპის შადრევანი, სადაც წყლის სვეტებში დამიანს გავლა შეეძელბა. მათივე ინფორმაციით, შადრევანი სანახაობრივად ლამაზი და  პირველი თუ არა, ბათუმის შემდეგ, რიგით მეორე  იქნება საქართველოში. 

,,მრგვალ აუზზე მოეწყობა საფეხმავლო ბაქანი, რის შედეგადაც ხალხი შეძლებს შადრევნის შიგნით სიარულს და პირდაპირი კონტაქტის დამყარებას წყლის მოცეკვავე ნაკადთან. წყლის ჭავლის სიმაღლე 2 - 3 მეტრი იქნება და სინქრონიზებულად განათდება. შადრევნის კონტროლი მოხდება პროგრამირებადი მართვის სისტემით. გაშუქების დროს ასევე იმუშავებს გახმოვანებაც. ფართო სპექტრის მქონე ორი დინამიკი დამონტაჟება შადრევნის გარშემო არსებულ ბოძებზე, 4 მეტრის სიმაღლეზე, საიდანაც ხმის ტალღები მთელ მოედანს დაფარავს," - განმარტავენ წყალტუბოს მერიის კეთილმოწყობის სამსახურში.

წყალტუბოში მუსიკალური შადრევნის მოწყობა ჯერ კიდევ 2017 წელს გეგმავდნენ, რომელიც ვერც 2018 წელს განხირციელდა.  მერიაში ამბობენ, პროექტი კორექტირებას საჭიროებდა, რის გამოც, სამუშაობის დაწყება გასულ წლებში ვერ მოხერხდა.

წყალტუბოში შადრევნის თანამედროვე სტანდარტებით მოწყობისთვის მილიონ ნახევარი ლარი დაიხარჯება. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს.

შადრევანის რეაბილიტაცია წლის ბოლომდე დასრულდება. 

წყალტუბოს ცენტრალურ პარკში არსებული შადრევანი გასული საუკუნის 80-იან წლებში აშენდა, მის სრული რეაბილიტაცია აქამდე არ მომხდარა.



ამავე თემაზე: 

1 300 000 - მდე ღირებულების შადრევანი წყალტუბოში - მუსიკალური და ვიდეო ეფექტებით

Print