ახალი ამბები
ქუთაისის მერი - საქალაქო ტრანსპორტი მგზავრებს სადარბაზომდე ვერ მიიყვანს
FaceBook

"დავაჯარიმოთ მაქსიმალურად, მაგრამ ისიც უნდა იცოდეთ, რომ ტრანსპორტი სადარბაზოში არავის მიიყვანს".



ქუთაისის მერის, შოთა მურღულიას განმარტებით, საქალაქო ტრანსპორტი სადარბაზომდე მგზავრებს ვერ მიიყავნს.
"მესმის რომ პრობლემა არის საღამოს საათებში ტრანსპორტის მუშაობა. დავაჯარიმებთ იმათ, რომლებიც დადგენილ გრაფიკში არ მუშაობენ. დავაჯარიმოთ მაქსიმალურად, მაგრამ ისიც უნდა იცოდეთ, რომ ტრანსპორტი სადარბაზოში არავის მიიყვანს", - განმარტა ქალაქის მერმა. მურღულიამ ეს განმარატება ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე, საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატის, ნატო ქათამაძის მხრიდან გაჟღერებულ უკმაყოფილებაზე გააკეთა, რომელიც ქალაქში საღამოს საათებში ტრანსპორტის მუშაობას შეეხებოდა. ქუთაისის მერიის მიერ სატრანსპორტო ხაზებზე ნებართვების გასაცემად კონკურსი 18 ნებართვა გასულ ხაზზე მიმდინარე წლის მაისში გამოაცხადა. კონკურის შედეგების მიხედვით, გამარჯვებულად 8 ორგანიზაცია გამოვლინდა.

 

Print