ახალი ამბები
პრეზიდენტი ქუთაისს სტუმრობს
FaceBook
საქართველოს პრეზიდენტი, იმერეთში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, წყალტუბოს შემდეგ, ქუთაისს სტუმრობს.

მან ვიზიტი ქუთაისის ბოტანიკური ბაღიდან დაიწყო. პრეზიდენტი, ასევე, ქართულ-პოლონური არქეოლიგიური ექსპედიციის შედეგებს გაეცნობა და ბოლოს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართავს შეხვედრას. ვიზიტი უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლით დასრულდება. პრეზიდენტი საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს მიმართავს. 

საქართველოს პრეზიდენტი იმერეთს 9 თებერვალს ეწვია. ვიზიტის პირველი დღე წყალტუბოში დაიწო.  



Print