ახალი ამბები
არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით ქუთაისში ერთი პირი დააკავეს
FaceBook
შსს-მ ქუთაისში მოზარდის  მიმართ სექსუალური ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.
არსებული ინფორმაციით, პირველ საჯარო სკოლასთან ერთ-ერთ არასრულწლოვანს მამაკაცი, სავარაუდოდ უცხოელი,  ჯერ აკვირდებოდა, შემდეგ კი ფიზიკურად შეეხო.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ მხარეები დაკითხვაზე არიან გადაყვანილი.

"გამოკითხვაზეა გადაყვანილი ორივე მხარე. თუ გამოიკვეთება დანაშაულის ნიშნები მოჰყვება შესაბამის რეაგირება", - აცხადებენ შსს-ში.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლით დაიწყო, რაც იძულებას გულისხმობს.
Print