ახალი ამბები
სამტრედიასა და წყალტუბოში სამი პირი დააკავეს
FaceBook
შსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამტრედიასა და წყალტუბოში ქურდობისა და ქურდობის მცდელობისთვის სამი პირი დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა 3 თებერვალს სამტრედიის სოფელ იანეთში მოქალაქის საცხოვრებელი სახლის გაქურდვა სცადეს. სახლის პატრონმა მათ წინააღმდეგობა გაუწია, რის გამოც ორივე მათგანი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, მოპარული გადაჭრილი სანადირო თოფი და სხვა ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

მესამე პირი სამართალდამცველებმა წყალტუბოში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სოფელ მაღლაკში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში ფარულად შეაღწია, სადაც სხვადასხვა სამეურნეო და საყოფაცხოვრებო ნივთები მოიპარა.

ორივე შემტხვევაში დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Print