ახალი ამბები
პრეზიდენტი - აუცილებელია წყალტუბომ ინვესტორები დააინტერესოს მისი ტურისტული პოტენციალით
FaceBook
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა იმერეთის გუბერნატორთან და წყალტუბოს მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად ქალაქის ყოფილი ბალნეოლოგოიური ცენტრი მოინახულა.

გუბერნატორთან საუბრისას პრეზიდენტმა თქვა, რომ აუცილებელია ქალაქმა ინვესტორები დააინტერესოს მისი ტურისტული პოტენციალით.

ბალნეოლოგიურთან ერთად, პრეზიდენტმა სასტუმრო "მედეას" ყოფილი შენობა მოინახულა, რომელიც ასევე, ამორტიზირებულია. წყალტუბოს მაჟორიტარის ცოტნე ზურაბიანის თქმით, შენობა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა და მისი აუქციონზე გატანა ამ დრომდე არ მომხდარა.

რა შთაბეჭდილება დარჩა პრეზიდენტს წყალტუბოს განადგურებული პოტენციალის ნახვის შემდეგ, ამაზე სალომე ზურაბიშვილს მედიასთან ჯერჯერობით არ უსაუბრია.

პრეზიდენტი წყალტუბოში ვიზიტს განაგრძობს. ვიზიტის ფარგლებში მან ბავშთა ინკლუზიური ცენტრი და ფერმერული მეურნეობა უნდა მოინახულოს. პრეზიდენტი წყალტუბოში ვიზიტს ხელოვნების წარმომადგენლებთან შეხვედრით დაასრულებს.
Print