ახალი ამბები
"გვაქვს მხარდაჭერის იმედი "-იმერეთის გუბერნატორი პრეზიდენტზე
FaceBook
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, იმერეთში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, წყალტუბოს ყოფილი ბალნეოლოგოური ცენტრი მოინახულა, რომლის ინფრასტრუქტურა განადგურებულია.

პრეზიდენტთან ერთად იმყოფებოდა იმერეთის გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე და წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატი ცოტნე ზურაბიანი.

იმერეთის მხარის რწმუნებულის თქმით, წყალტუბოს მნიშვნელოვანი ტურისტული პოტენციალი აქვს, მაგრამ მისი სწრაფი ტემპებით განვითარება ვერ ხდება.

"წყალტუბოს აქვს მნიშვნელოვანი ტურისტული პოტენციალი, მაგრამ სამწუხაროდ არ ვითარდება იმ ტემპებით, როგორც ჩვენ გვინდა და რაც წყალტუბოს სჭირდება. ჩვენ მივაწოდებთ მაქსიმალურად ინფორმაციას პრეზიდენტს, თუ რა შესაძლებლობები აქვს წყალტუბოს და გვაქვს მისი მხარდაჭერის იმედი. ის დაინტერესებულია იმერეთით და ეს ცალსახად აისახა მისი ვიზიტიდან გამომდინარე," - განაცხადა შავლეგო ტაბატაძემ. თავად  პრეზიდენტს ვიზიტთან დაკავშირებით კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.




Print