ახალი ამბები
ჭახათაში აღმოჩენილ მღვიმეს ძეგლის სტატუსი არ მიენიჭება
FaceBook
ქუთაისში, ჭახათას უბანში ექიმის მიერ აღმოჩენილ მღვიმეს ძეგლის სტატუსი არ მიენიჭება.

კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ მღვიმეს არც ისტორიული და არც არქეოლოგიური ღირებულება არ გააჩნია.

"მღვიმე ვნახეთ, მაგრამ მას რაიმე არქეოლოგიური ან ისტორიულ-კულტუროლოგიური ღირებულება არ აქვს. შესაბამისად, არ არსებობს საფუძველი, რომ მღვიმეს ძეგლის სტატუსი მიენიჭოს. ამ მიმართულებით სააგენტო არ მუშაობს", - აცხადებენ  სააგენტოში.

ჭახათას უბანში ქუთაისელმა ექიმმა, ვახტანგ სიხარულიძემ მღვიმე სეირნობის დროს, შემთხვევით აღმოაჩინა.

სპელეოლოგების შეფასებით მღვიმე დაახლოებით 30–50 წლისაა. მათი თქმით, მღვიმეში არსებული სტალაქტიდებისა და სტალაგმიტების მბრწყინავი ფორმები, უნიკალურია და ის საქართველოს სხვა ტერიტორიაზე არ გვხვდება.


ამავე თემაზე:

უნიკალური მღვიმე ქუთაისში (ვიდეო)

Print