ახალი ამბები
9 თებერვალს პრეზიდენტი იმერეთს ეწვევა
FaceBook
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორი დღით იმერეთს ეწვევა.
პრეზიდენტი ვიზიტს 9 თებერვალს წყალტუბოდან დაიწყებს, სადაც  საწურბლიას მღვიმეს და ცივი ტბის სანატორიუმს, "სტალინის აგარაკს", ასევე, სანატორიუმ "მედეას" მოინახულებს.

ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტი  მცირე ბიზნესის ფერმერულ მეურნეობას ესტუმრება.  აგრეთვე, შეხვდება  ხელოვნების წარმომადგენლებს.

10 თებერვალს ვიზიტი ქუთაისში გაგრძელდება. სალომე ზურაბიშვილი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სიტყვით გამოვა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს მიმართავს.

ამის შემდეგ  ბოტანიკურ ბაღსა და მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ჰესს დაათვალიერებს.

ასევე, ესტუმრება გაბაშვილის გორას, სადაც  ქართულ-პოლონური ერთობლივი ექსპედიციის ხელმძღვანელები არქეოლოგიური გათხრების შედეგებს გააცნობენ.




Print