ახალი ამბები
"ვიცე–მერის პოსტზე ლაშა ნარჩემაშვილის კანდიდატურა არ განიხილება"–გიორგი ჭიღვარია
FaceBook
ქუთაისის მერმა, გიორგი ჭიღვარიამ ვიცე -მერის, გიორგი იობაშვილის მიერ პოსტის დატოვების მიზეზად მერიაში შიდა დაპირისპირების არსებობა უარყო.
რაც შეეხება იობაშვილის ადგილზე ქუთაისის მაჟორიტარის, კობა ნარჩემაშვილის ძმის, ლაშა ნარჩემაშვილის შესაძლო დანიშვნას, ქუთაისის მერმა არც ეს ინფორმაცია დაადასტურა.

"გიორგი იობაშვილი ერთი წლის განმავლობაში ღირსეულად ემსახურა ქალაქს,  ახლა აპირებს სხვა მიმართულებით გააგრძელოს მუშაობა. არავითარი  პოლიტიკურ დაპირისპირება არ არსებობს. რაც შეეხება ლაშა ნარჩემაშვილს, მისი კანდიდატურა მერის მოადგილის პოსტზე არ განიხილება" -განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.


გიორგი იობაშვილმა ვიცე–მერის პოსტი 7 თებერვალს საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

მასთან ერთად თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა იმერთის გუბერნატორის მოადგილემ, გრიგოლ დალაქიშვილმა.

ქუთაისის მერიასა და სამხარეო ადმინისტრაციაში მოსალოდნელ ცვლილებებზე ქუთაისიპოსტი ერთი თვით ადრე წერდა.

Print