ახალი ამბები
"დავითობა" გელათში (ფოტო)
FaceBook
გელათში "დავითობა " აღინიშნება. დღესასწაული  გელათის მონასტერში საზეიმო წირვა-ლოცვით დაიწყო.
რის შემდეგაც,  ქუთაისის მერიის, საკრებულოსა და იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის პირველმა პირებმა ქართველთა მეფის,  დავით აღმაშენებლის საფლავი გვირგვინებით შეამკეს.

"დღეს დავითობაა და მინდა თითოეულ  ქუთაისელს და სრულიად საქართველოს მივულოცო ეს დღე. დავით მეოთხე გახლავთ საქართველოს ერთიანობისა და სიძლიერის სიმბოლო. ამიტომ, მინდა საქართველოს გაერთიანება და გამთლიანება ვუსურვო," -განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.

გელათის მონასტერში "დავითობასთან" დაკავშირებით ტრადიციულად შედგა  ჩოხოსანთა კურთხევა.  ასევე, გაიმართა ფოტო-კინო-ტელე მატეანეს მუზეუმის გამოფენა სახელწოდებით " გელათის სამონასტრო კომპლექსი".


ჩოხოსანთა კურთხევა


პატარების ჩოხოსნებად კურთხევა "დავითობის" დღესასწაულზე ერთ–ერთი ტრადიციაა 


დავით აღმაშენებლის საფლავზე შეკრება "დავითობის" ასევე, ერთ–ერთი ტრადიციაა


"დავითობას"  ადგილობრივები და მოწვეული სტურები გელათის მონასტერში აღნიშნავენ


დავით აღმაშენებლის საფლავის შემკობა გვირგვინებით

"დავითობასთან" დაკავშირებული ღონისძიებები ქუთაისში გაგრძელდება.

16:00 საათზე ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში გაიმართება  რამაზ იოსელიანის წიგნის ,,რატომ დაიწერა ვეფხისტყაოსანი" პრეზენტაცია.

დღესასწაულს, ანსამბლ ,,ივერიას" წევრების მონაწილეობით კონცერტი დაასრულებს, რომელიც ოპერისა და ბალეტის  თეატრში 18:00 საათზე დაიწყება.

Print