ახალი ამბები
ლაშა ნარჩემაშვილის განმარტება ქუთაისის მერის მოადგილედ მის შესაძლო დანიშვნაზე
FaceBook
ლაშა ნარჩემაშვილი ქუთაისის მერის მოადგილის პოსტზე თავისი კანდიდატურის წარდგენას  ქუთაისიპოსტთან საუბარში არ ადასტურებს.
"მსგავსი არაფერი არ არის, არც განიხილება და არც ყოფილა ამაზე შემოთავაზება", – განაცხადა ჩვენთან საუბარში ლაშა ნარჩემაშვილმა. 

შემოთავაზების შემთხვევაში დაიკავებდა თუ არა მერის მოადგილის პოსტს, ამბობს:"ახლა ვერ გეტყვით ამას, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის ალბათ, არა". 

მისი თქმით, იგი ამჟამად უმუშევარია. 

ლაშა ნარჩემაშვილი საქართველოს უშიშროების სამინისტროს ქუთაისის საქალაქო გან-ის უფროსი ოპერატიული თანამშრომელი იყო (1995 – 1997), იყო ასევე, საგარეო ურთიერთობათა; იურიდიულ საკითხთა  და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წევრი. ლაშა ნარჩემაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის წევრის კობა ნარჩემაშვილის ძმაა.

ქუთაისის მერის მოადგილის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გიორგი იობაშვილმა დღეს თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.




Print