ახალი ამბები
"დავითობასთან" დაკავშირებით გელათის მიმართულებით უფასო ტრანსპორტი იმუშავებს
FaceBook
"დავითობასთან" დაკავშირებით  გელათის მიმართულებით უფასო ტრანსპორტი იმუშავებს.
ქუთაისის მერიის ინფრომაციით, მიკროავტობუსები  8 თებერვალს გელათის სამონასტრო კომპლექსისკენ და პირიქით უფასოდ გადაადგილდებიან.

ტრანსპორტი ყოველ ნახევარ საათში,  დილის 8 საათიდან შუადღის 15 საათამდე იმუშავებს.

გელათის მიმართულებით მიკროავტობუსები ქუთაისის ცენტრალური მოედნიდან, ე.წ. "კოლონადებიდან" იმოძრავებენ.

Print