ახალი ამბები
ქუთაისის ვიცე–მერის შემდეგ პოსტი იმერეთის ვიცე–გუბერნატორმაც დატოვა
FaceBook
ქუთაისის ვიცე–მერის, გიორგი იობაშვილის შემდეგ,  პოსტი იმერეთის ვიცე–გუბერნატორმა, გრიგოლ დალაქიშვილმაც დატოვა. იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ დალაქიშვილმა პოსტი საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

ჯერჯერობით უცნობია ვინ შეცვლის დალაქიშვილს თანამდებობაზე. 

იგეგმება თუ არა სხვა ცვლილებები   იმერეთის გუბერნიაში,   სამხარეო ადმინისტრაციაში ამაზე არ საუბრობენ.

საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა პოსტი დღეს ვიცე–მერმა გიორგი იობაშვილმაც.

ქუთაისის მერიასა და სამხრეო ადმინისტრაციაში მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებზე ქუთაისიპოსტი ერთი თვით ადრე წერდა.

ამავე თემაზე:

ქუთაისის მერის და იმერეთის გუბერნატორის მოადგილეებმა, შესაძლოა, თანამდებობები დატოვონ

Print