ახალი ამბები
ქუთაისის ვიცე – მერმა თანამდებობა დატოვა
FaceBook
ქუთაისის ვიცე– მერმა, გიორგი იობაშვილმა თანამდებობა დატოვა. როგორც ქუთაისის მერიაში აცხადებენ, იობაშვილმა პოსტი საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. 

"იობაშვილი თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში პირნათლად ასრულებდა საკუთარ მოვალეობას ქალაქისა და საზოგადოების წინაშე",–ნათქვამია ქუთაისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ჯერჯერობით უცნობია თუ ვინ შეცვლის გიორგი იობაშვილს.

ქუთაისის მერიაში მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებზე ინფორმაცია ქუთაისიპოსტმა გაავრცელა. გიორგი იობაშვილი ერთ–ერთი იყო, ვინც  ქუთაისიპოსტის ინფორმაციით,  პოსტს დატოვებდა.  საკადრო ცვლილებები, სავარაუდოდ, ასევე  შეეხება  მერის კიდევ ერთ მოადგილეს, იუზა უგულავას და ვიცე–გუბერნატორ, გრიგოლ დალაქიშვლს.



Print