ახალი ამბები
თავდაცვის მინისტრი- ის, რაც არის კოპიტნარის სამხედრო ბაზაზე ბუტაფორიაა
FaceBook
"ჩვენ არ ვაპირებთ ხარვეზების დაფარვას და შელამაზებას".

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, თინათინ ხიდაშელი, კოპიტნარის საჰაერო ბრიგადის ქვედანაყოფის ბაზის ინფრასტრუქტურით უკმაყოფილოა. მინისტრის შეფასებით ის, რაც არის კოპიტნარის ბაზაზე ბუტაფორიაა. ამის შესახებ თინათინ ხიადშელმა ქუთაისის მესამე ქვეითი სამხედრო ბრიგადის დათვალიერებისას განმარტა.
"ჩვენ არ ვაპირებთ ხარვეზების დაფარვას და შელამაზებას. არ არის კონდიცირება და არის უამრავი პრობლემა კოპიტნარის სამხედო ბაზაზე. ასევე, არის წყლის პრობლემა. უწყლობა კი თავის მხრივ ათას პრობლემას იწვევს", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
ხიდაშელის განმარტებით, სამხედრო ბაზებში არსებული პრობლემების შესწავლა მოხდება, რომელიც მომავალი წლის ბიუჯეტში ასახული იქნება. საქართველოს თავდაცვის მინისტრი, თინათინ ხიდაშელი 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპული ჯარისკაცების დედებს შეხვდა და მათი პრობლემებიც მოისმინა.
თეკლე მორგოშია
Print