ახალი ამბები
18 წლის გოგონა მძიმე დაავადებას ებრძვის - ტყიბულელ ნინი გურგენიძეს დახმარება სჭირდება
FaceBook
ტყიბულელ გოგონას, საფეხბურთო კლუბ „მეშახტეს“ გუნდის წევრს,  დახმარება სჭირდება.
18 წლის ნინი გურგენიძის მეგობრები განმარტავენ, გოგონა მძიმე დაავადებას ებრძვის და მას სასწრაფოდ ესაჭიროება საზღვარგარეთ მკურნალობა, რისი საშუალებაც ოჯახს არ აქვს. ისინი დახმარებას საზოგადოებას თხოვენ.

საფეხბურთო კლუბი „მეშახტე" გოგონას დასახმარებლად განცხადებას ავრცელებს:

"ტყიბულელ ნინი გურგენიძეს სასწრაფოდ ჩვენი დახმარება სჭირდება!..

ალბათ ყველა ტყიბულელმა იცით ჩვენი თანაქალაქელი ფეხბურთელი გოგონა, რომლის წარმატებული კარიერის შესახებ არაერთხელ მოგვიყოლია.

ნინის აქვს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა, სასწრაფოდ ესაჭიროება გადაუდებელი მკურნალობა საზღვარგარეთ. მკურნალობისთვის საჭიროა საკმაოდ დიდი თანხა, რომელიც ოჯახს არ გააჩნია.

მოგიწოდებთ და გთხოვთ ყველას გავერთიანდეთ ნინი გურგენიძისათვის!..
თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია მცირედით დავეხმაროთ" - ნათქვამია განცხადებაში. 

ნინის მეგობრების და თანატოლების ინიციატივით,   6 თებერვალს, ტყიბულის მუნიციპალიტეტის თეატრში – CINEMA PARADISO გაიმართება კინოჩვენება. ბილეთის ფასი  5 ლარი იქნება, რომლიდან შემოსული თანხა სრულად გადაეცემა ნინის ოჯახს.

ფილმის დასახელება: ოქტომბრის ცა – OCTOBER SKY

ასევე, გამოყოფილი იქნება სპეციალური ყუთი, რომელშიდაც შეძლებთ თქვენთვის სასურველი თანხის შემოწირულობის სახით გაღებას.

საბანკო რეკვიზიტები:
საქართველოს ბანკი GE95BG0000000284257600
მიმღები: გურგენიძე რამაზი
ტელ: 599 651 800 (დედა – მაკა)


Print