ახალი ამბები
რა ღონისძიებებია დაგეგმილი „დავითობის“ დღესასწაულზე (პროგრამა)
FaceBook
"დავითობის" დღესასწაულთან დაკავშირებით ქუთაისის მერიის ორგანზიებით გელათში ტრადიციული ღონისძიებები გაიმართება.
დავითობის" აღნიშვნა დილის 10 საათიდან დავით აღმაშენებლის ძეგლის პატივგებით დაიწყება. რის შემდეგაც გელათის მონასტერში საზეიმო წირვა ჩატარდება. მოხდება დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაის-იმერეთის ორგანიზაციის ახალი ჩოხოსნების კურთხევა.

12:00 საათზე გელათის აკადემიაში მოეწყობა ფოტო-კინო-მატიანეს მუზეუმის გამოფენა სახელწოდებით - ,,გელათის სამონასტრო კომპლექსი"".

12:00 საათი -ახალგაზრდული ფორუმი ,,გელათის აკადემიის ახალი სიცოცხლე"

13:00 საათი-აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტების ლიტერატურული კომპოზიცია - ,,ღირს მსახურებდი ქართულ მიწა-წყალს"

16:00 საათი - ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა - რამაზ იოსელიანი წიგნის ,,რატომ დაიწერა ვეფხისტყაოსანი"" პრეზენტაცია.

18:00 საათი -მ.ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო პროფესიული თეატრი;

,,დავითობის" დღესასწაულს ანსამბლ ,,ივერიას"" წევრების მონაწილეობით კონცერტი დაარულებს.

Print
თეგები: #დავითობა