ახალი ამბები
2018 წელს შსს–მ არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ სქესობრივ დანაშაულში 116 პირი ამხილა
FaceBook

2018 წელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ  არასრულწლოვანთა მიმართ სქესობრივი დანაშაულების ჩადენის ბრალდებით 116 პირი ამხილა.


უწყების ინფორმაციით,  გასულ წელს გაუპატიურების ჩამდენი 4 პირი იქნა გამოვლენილი,   2 პირი ამხილა შსს–მ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენაში,  24 პირი  კი გარყვნილი ქმედების ჩადენაში.

2018 წელს  86–მა პირმა დაამყარა ნებაყოფლობით სექსუალურ კავშირი 16 წლის ასაკს მიუღწეველ პირთან.

არასრულწლოვანთა მიმართ სქესობრივი ხელშეუხებლობის პრევენციის მიზნით, უწყებამ  საკანონმდელბლო ცვლილებების პაკეტი შეიმუშავა, რომელიც სქესობრივი დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს.  ცვლილებათა მიხედვით,  სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდგომ, დანაშაულის ჩამდენ პირებს აეკრძალებათ სასწავლო, სააღმზრდელო დაწესებულებებში მუშაობა, ასეთ დაწესებულებებში ყოფნა და ა.შ.

Print