ახალი ამბები
უამინდობის გამო, „ვიზეარის“ თვითმფრინავი მემინგენიდან ქუთაისში გამოფრენას ვერ ახერხებს
FaceBook
უამინდობის გამო, „ვიზეარის“ თვითმფრინავი მემინგენიდან ქუთაისში გამოფრენას ვერ ახერხებს.

ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს. 

ერთ-ერთი მგზავრი ცნობით, უკვე რამდენიმე საათია გამოფრენას ელოდებიან.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ბოლო ინფორმაციით, აღნიშნული რეისი ქუთაისის მიმართულებით თბილისის დროით, 01:07 საათზე უნდა გამოფრინდეს.

აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციითვე, ძლიერი ყინვის გამო, მემინგენის აეროპორტში თვითმფრინავების დაჯდომა შეუძლებელია, ამიტომ რეისები დაახლოებით 100 კილომეტრის დაშორებით, ფრიდრიხშაფენის ​აეროპორტში სრულდება.

1Tv.ge-ს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების პრესსამსახურში ასევე განუცხადეს, რომ რთული მეტეოროლოგიური პირობების (ყინვა, თოვლი, დაბალი ხილვადობა) გამო, მემინგენის რეისი W66409 ასევე ფრიდრიხშაფენის აეროპორტში ჩაფრინდა, საქართველოს დროით 22:00 საათზე.

„ვიზეარის“ ინფორმაციით, ელოდებიან ამინდის გაუმჯობესებას, რის შემდეგაც თვითმფრინავი მემინგენში გადაფრინდება და მგზავრებს ქუთაისში წამოიყვანენ“, – აცხადებენ აეროპორტების გაერთიანებაში.


Print