ახალი ამბები
ჭოგნარში რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობა გაზაფხულიდან დაიწყება
FaceBook
რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობა თერჯოლის მუნიციპალიტეტ სოფელ ჭოგნარში მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაიწყება.
მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის წარმომადგენლის, გიორგი შუხოშვილის თქმით 36 ჰა მიწის ფართობზე, ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობის დასრულება 2020 წლის გაზაფხულისთვის იგეგმება. კომპანიაში ირწმუნებიან, რომ ნაგავსაყრელი ევროსტანდარტების შესაბამისი იქნება. 

"გასული წლების 60-იანი წლებიდან ფუნქციონირებს სამტრედიის მუნიციპალიტეტსა და ნიკეას უბანში არსებული ნაგავსაყრელები, მათ ამოწურეს თავიანთი ლიმიტი და ესენი აუცილებლად უნდა დაიხუროს. სამაგიეროდ, ვაშენებთ რეგიონულ ნაგავსაყრელს, სადაც ყველა ევროსტანდარტი იქნება დაცული", - ამბობს გიორგი შუხოშვილი.  

ახალი რეგიონული ნაგავსაყრელის აშენებას ადგილობრივი მოსახლეობა თავიდანვე აპროტესტებდა. მათ ოთხ თებერვალს მერიის წინ კიდევ ერთი საპროტესტო აქცია გამართეს და ხელისუფლებას მშენებლობის შეჩერებისკენ მოუწოდეს. მათი აზრით, ნაგავსაყრელიდან ნაჟური წლები სასმელ წყალს შეერევა, რაც მოსახლეობის ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედებს. ისინი თვლიან, რომ გარდა ამისა, ნარჩენებს ქარი გადაიტანს და გარემო დაბინძურდება.

ადგილს, სადაც ნაგვსაყრელი უნდა მოეწყოს, მოსახლეობა ამჟამად საძოვრებისთვის იყენებს. ისინი, ასევე, თვლინ, რომ საქონელი, ნაგავსაყრელის მოწყობის შემდეგ, ამ ტერიტორიებზე ვეღარ იბალახებს, რადგან ნარჩენები მათთვის საშიშროებას წარმოადგენს.

მყარი ნარჩენების მართვის კომპანიაში აცხადებენ, რომ მოსახლეობის შიში უსაფუძვლოა და პროტესტის მიუხედავად, ახალი ნაგავსაყრელი მაინც აშენდება. ახალ ნაგვასაყრელზე დაგემილია პოლიგონის, ავტომობილის ხიდური სასწორის და სადეზინფექციო აპარატების მოწყობა. სადაც, ნარჩენების კომპაქტირება და დაპრესვა მოხდება. ის ნაგავსაყრელი იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის 700 000 მოქალაქეს მოემსახურება. პროექტის სრული საინვესტიციო ღირებულება 26 მლნ ევროს შეადგენს. პროექტს "მყარი ნარჩენების მართვის კომპანია", გერმანულ მხარესთან თანამშრომლობით, ახორციელებს. ახალი ნაგავსაყრელი 700 000 მოქალაქეს მოემსახურება.

ამავე თემაზე:

როგორი იქნება ნაგავსაყრელი, რომელიც ჭოგნარში უნდა მოეწყოს (ვიდეო)


ნიკეას ნაგავსაყრელი ჭოგნარში რეგიონულის გახსნისთანავე დაიხურება

"არ შევეგუებით ნაგავსაყრელის აშენებას"- ჭოგნარის მცხოვრებლების აქცია ქუთაისის მერიასთან

ევროპული ნაგავსაყრელი ქართული წინააღმდეგობით (ვიდეო)

"ცხოვრება გაუსაძლისი გახდება" – ჭოგნარში ნაგვსაყრელის მოწყობას აპროტესტებენ

Print