ახალი ამბები
ხუთი ნიშანი, რომელიც ორგანიზმში კიბოს ზრდაზე მიუთითებს
FaceBook
ყოველწლიურად მსოფლიოში 8.8 მილიონი ადამიანი  კიბოს დაავადებით კვდება.

ამ შემაშფოთებელი სტატისტიკის ფონზე, 4 თებერვალს, კიბოს კონტროლის საერთაშორისო გაერთიანების მიერ დაარსებული კიბოსთან ბრძოლის მსოფლიო დღე აღნიშნება.

მასშტაბური გლობალური კამპანიით, ორგანიზაცია მოუწოდებს მსოფლიო ხალხებს, გაერთიანდეს და ფოკუსირება მოახდინოს ისეთ საკვანძო თემებზე, როგორიცაა: ცხოვრების ჯანსაღი წესის არჩევა, დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენის უზრუნველყოფა, მკურნალობის ხელმისაწვდომობა და ცხოვრების ხარისხის მაქსიმალურად გაუმჯობესება. 

მედიკოსების თქმით, კიბოს სიმპტომების ამოცნობა, პაციენტის ყურადღებაზეა დამოკიდები. როგორც ექიმები ამბობენ, კიბოს ადრეულ სტადიაზე, ადამიანს თავად ორგანიზმი მიანიშნებს დაავადების შესახებ.

ამერიკელი მედიკოსები 5 ძირითად ნიშანს გამოყოფენ, რომელიც პაციენტს არ უნდა გამორჩეს:  

#1 ცვლილებები კანზე – კანის ბუნებრივი გამუქება (ჰიპერპიგმენტაცია) თვალის თეთრი გარსისა  და კანის სიყვითლე, ქავილის გადამეტებული, დაუძლეველი შეგრძნება  - თუ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან ერთ–ერთი მაინც გაწუხებთ, შესაძლოა ეს კანის სიმსივნის წინარე ნიშნები იყოს. დაავადების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია პაციენტმა მიმართოს ექიმს და საჭირო კვლევები ჩაიტაროს.

#2 წონის უეცარი კლება – როდესააც წონაში იკლებთ დაუგეგმავად და მიზეზების გარეშე, ამას ექიმები წონის უეცარ კლებას ეძახიან. მათი თქმით, მოულოდნელად 4 კილოგრამის და მეტის დაკლება შესაძლოა სიმსივნის მანიშნებელი იყოს. (ძირითადად კუჭის, ფილტვების, პანკრეასის სიმსივნის დროს)

#3 დაღლილობა – დაღლილობის მუდმივი შეგრძნება, (გადაღლილობა) მიუთითებს იმაზე, რომ თქვენს ორგანიზმში შესაძლოა სიმსივნე იზრდებოდეს (მაგალითად ლეიკემია) 

#4 ცხელება – ხშირი ცხელება შეიძლება იყოს სიმსივნის (ლეიკემკიის, ლიმფომის) ადრეული ნიშნები. 

#5 ტკივილი – თავის, ან ძვლების ძლიერი განუწყვეტელი ტკივილი (თუ ეს არ არის გამოწვეული შაკიკისგან, ან ართრიტისგან)  შესალძოა ძვლის ან თავის ტვინის სიმსივნის დასაწყისის ნიშანი იყოს. ტკივილი სიმსივნის შემთხვევაში იმაზე მეტყველებს, რომ მეტასტაზები გამრავლებას იწყებს, რაც დროულ მკურნალობას საჭიროებს.


წყარო: www.cancer.org



Print