ახალი ამბები
“ჰეკაბე“ – პირველად მესხიშვილის თეატრის სცენაზე
FaceBook
9 თებერვალს ქუთაისის მესხიშვილის თეატრში პრემიერა გაიმართება.

რეჟისორი მიშა ჩარკვიანი წარმოადგენს სპექტაკლს "ჰეკაბე".

სპექტაკლი დიდ სცენაზე გაიმართება. ჰეკაბეს მესხიშვილის თეატრის მსახიობი ინგა კაკიაშვილი განასახიერებს.

ბერძენი დრამატურგის ევრიპიდეს პიესა "ჰეკაბე" სავარაუდოდ, ძვ. წ. 424 წელს დაიწერა. ტრაგედიაში წარმოდგენილია ტროას დედოფლის, ჰეკაბეს შურისძიების ისტორია.

"ჰეკაბე" მესხიშვილის თეატრის ისტორიაში პირველად იდგმება.

Print